კვირიკაშვილი – ”სასწრაფოს მანქანებით უკანონო ხე-ტყე გადააქვთ”

კვირიკაშვილი - ”სასწრაფოს მანქანებით უკანონო ხე-ტყე გადააქვთ”ტყითსარგებლობის წესებში ცვლილებები შევა. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.
მისივე თქმით, ამ კუთხით, პრობლემის მოგვარება აუცილებელია და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება.

– მინდა ყველა თქვენგანს ვთხოვო, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვინაიდან ამ ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება ნებისმიერ წარმატებაზე საუბარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს მიერ გასაკეთებელი საქმე.

სამწუხაროდ, ისიც მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ეს ვერ მოხდება ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ადამიანის ჩართულობის გარეშე.

ამ სფეროში ჩართული ადამიანების ინოვაციური ფანტაზიები უსაზღვროა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – ბენზინმზიდებში ჩაწყობილი მასალა, სასწრაფო დახმარების მანქანებში უკანონოდ ჩაწყობილი მასალა, ვითომ მომაკვდავი პაციენტი გადაჰყავთ და ა.შ. ამ ადამიანების ამორალურობას და წარმოსახვას ზღვარი არ აქვს და ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი. ყველა მათგანს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე და ამას, დამერწმუნეთ, ვერაფერი შეცვლის, რადგან სამინისტროს და ძალოვან უწყებებს აქვთ უმაღლესი დონის მხარდაჭერა, რომ ეს ქმედებები განახორციელონ, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნიუპოსტი