მაჩალიკაშვილების სახლში აღმოაჩინეს დამატებითი ტყვიის ნაწილები და სხვა მტკიცებულებები

მაჩალიკაშვილების სახლში აღმოაჩინეს დამატებითი ტყვიის ნაწილები და სხვა მტკიცებულებებიექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი, რომელმაც სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების საცხოვრებელ სახლში ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაატარა ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ნაპოვნია ტყვიის დამატებითი ნაწილები, რომელიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.

მისივე თქმით, ასევე ნაპოვნია სხვა კიდევ ერთი ნივთიერი მტკიცებულება.

– დამატებით დათვალიერების დროს აღმოჩნდა დამატებითი ტყვიის ნაწილები, რომელიც ამოღებულია გამოძიების მხრიდან და გადაიგზავნება ექსპერტიზაზე, რომ დადგინდეს, შეადგენდა თუ არა ეს ტყვია ერთ მთელ ტყვიას, ერთი ტყვიის შემადგენელი ნაწილი იყო თუ არა. ამოღებულია კიდევ სხვა ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს შემდეგ კვლევას, ტრასოლოგიურ ექსპერტიზას, – აცხადებს ექსპერტი.

ნიუპოსტი