ალექსის სანჩესს მანჩესტერში ადაპტაცია უჭირს

ალექსის სანჩესს მანჩესტერში ადაპტაცია უჭირსალექსის სანჩესი ჯერჯერობით ვერ აჩვენებს იმ თამაშს მანჩესტერში, რომელსაც გულშემატკივარი მისგან ელის. სანჩესის ტრანსფერისგან მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები საკმაოდ ბევრს ელოდნენ, მაგრამ სანჩესი არ არის მოწოდების სიმაღლეზე.

გავრცელდა ინფორმაცია რომ სანჩესს ადაპტაციის გავლა უჭირს და მას თითქმის არა აქვს ურთიერთობა თავის თანაგუნდელებთან. ალექსისი ხშირად მარტო ჯდება მანჩესტერის სასადილოში და არ ცდილობს თანაგუნდელებთან კონტაქტი დაამყაროს, რაც მის თამაშზეც ცუდად აისახება.

ჯერჯერობით სანჩესმა მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.