დოდო გუგეშაშვილს პოლიცია იცავს

დოდო გუგეშაშვილს პოლიცია იცავსშინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, დოდო გუგეშაშვილი მოწმეთა დაცვის პროგრამაში იმყოფება და მას სამართალდამცველები იცავენ.

მინისტრი ამბობს, რომ მომხდარზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

– ქალბატონო დოდო იმყოფება პოლიციის დაცვის ქვეშ, მოწმეთა დაცვის პროგრამაში. აქტიური ფაზაა დღეს გამოძიების. სხვა დეტალებს ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ბევრი ვერსიები ჟღერდება, თუმცა გამოძიება უნდა წავიდეს სწორი მიმართულებით,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში.

გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.

პირველი