ზუგდიდში მანქანა მოტოციკლს დაეჯახა – მოტოციკლის მძღოლს სასწრაფო ოპერაცია უტარდება

ზუგდიდში მანქანა მოტოციკლს დაეჯახა - მოტოციკლის მძღოლს სასწრაფო ოპერაცია უტარდებაზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ მოტოციკლის მძღოლს ოპერაცია უტარდება.

საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმის ლაშა გრიგოლაიას თქმით, ის საოპერაციო ბლოკში სასწრაფო ჩვენებით მოათავსეს.
„პაციენტი შემოიყვანეს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და მოტეხილობებით, ასევე, გულმკერდის დახურული ტრავმით. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით საოპერაციო ბლოკში მოათავსეს“, – უთხრა ჟურნალისტებს გრიგოლაიამ. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდში ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი რამდენიმე საათის წინ შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პირველი