თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა გვარამიაზე _ ”ეგ მაკიაველიზე თესლი…”

თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა გვარამიაზე _ ”ეგ მაკიაველიზე თესლი...”ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი “რუსთავი 2”-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას აფასებს.

გვარამიას თქმით, “რუსთავი 2”-მა წამოიწყო ახალი პროექტი, სადაც საქართველოში პირველად, გააშუქებენ საერთაშორისო პოლიტიკას.

“ქვეყნის მთავარი გურმანი, პატრიარქის მესაიდუმლე, მსოფლიო მუსიკის უბადლო ექსპერტი, მაკიაველიზე თესლი და მაკქვინზე უფრო გემოვნებიანი ანუ იგივე რუსთავი ორის დირექტორი, ძალიან ამაყია, რომ საქართველოში პირველად, რუსთავი ორი გააშუქებს საერთაშორისო პოლიტიკას.

“პირველებმა დავიწყეთ გასაგებად მოყოლა, რა ხდება მსოფლიოში“.

აინშტაინმა სიბრიყვეზე და სამყაროზე თქვა – უსასრულოაო, მე გოიმობას დავამატებდი ამ სიას. აუხსენით მაგ კაცს, რომ სიმაღლეში სხვების დადაბლებით ვერ იმატებენ. თუ ექვემდებარება საერთოდ რამის ახსნას“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ლიდერი