წვნიანი სასარგებლოა თუ მავნებელი?  

წვნიანი სასარგებლოა თუ მავნებელი?  იცით, რომ ამ თემაზე ინტერნეტში ექსპერტების მიერ გამოთქმული ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გაჩნდა? გაიგეთ, რა არგუმენტები აქვს თითოეულ მხარეს და მერე თავად გადაწყვიტეთ, ვის უნდა ენდოთ.

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ექიმი ასე სულაც არ ფიქრობს, რომ სუპები თუ ბულიონები ორგანიზმისთვის აუცილებელია და პირიქით, გვირჩევს, იშვიათად ვჭამოთ სუპი.
არ ელოდით, ხომ? არც ჩვენ…
მათი არგუმენტი კი ასეთია: წვნიანები იშვიათად უნდა მივიღოთ, რადგან ამ დროს სითხე რეაქციაში შედის კუჭის წვენთან, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუარესებას იწვევს. ამასთანავე, ბოსტნეული ხარშვისას, უკვე 60 გრადუსზეც კი, კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. ხორციანი წვნიანის მომზადებისას კი წვენში იხსნება ის ჰორმონალური პრეპარატები და ანტიბიოტიკები, რომლებსაც ცხოველის/ფრინველის ფერმებში ზრდის სტიმულაციისა და დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ.

—–
ექიმების დიდი ნაწილი კი აღნიშნავს, რომ წვნიანებზე უარის თქმა კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან იწვევს შეკრულობას, დისკომფორტს მუცლის ღრუში და ტოქსინების მომრავლებას.
მათი არგუმენტი კი ასეთია: ნებისმიერი ბულიონი, იქნება ეს ხორცისა თუ ბოსტნეულის, შეიცავს ექსტრაქტიულ ნივთიერებებს. ეს არის ჟელესმაგვარი ნივთიერება, რომელიც სასარგებლოა როგორც კუნთოვანი, ისე ხრტილოვანი ქსოვილისთვის.
ნებისმიერი წვნიანი აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, კუჭის ფერმენტულ აქტიურობას, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს საკვების უკეთ მონელებას. ამასთანავე, ნაკლებკალორიულია (გამონაკლისების გარდა), ადვილად გვანაყრებს და აღიარებულია თავისი მასტიმულირებელი და პროფილაქტიკური თვისებებით.
ამის შესახებ, პრინციპში, ბავშვობიდან ყველას გვესმის…