არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავსგარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საქართველოს ეკლესია მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს. ჟვანიამ ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის დეტალებზე.

მისი თქმით, შეხვედრა ოჯახის თხოვნით შედგა. პატრიარქმა ოჯახი დალოცა და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი ლოცვა წაიკითხა. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს შენობაში გუშინ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.