აფეთქება კიევში – ნასვამმა მამაკაცმა ხელყუმბარა ისროლა

აფეთქება კიევში - ნასვამმა მამაკაცმა ხელყუმბარა ისროლაგასულ ღამეს, კიევში, კიოტოს პარკში აფთქება მოხდა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცავების თქმით, აფეთქებას წინ კონფლიქტი უძღოდა, ორი ნასვამი მამაკაცი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ერთმა მეორის მიმართ ხელყუმბარა ისროლა. შედეგად მამაკაცმა თავის და ფეხის დაზიანებები მიიღო. ასევე დაშავდა გამვლელიც. ორივე პირი ჰოსპიტალიზირებულია.

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ხელყუმბარა ისროლა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.