“4 არა” ივანიშვილს – ექსპრემიერმა პრეზიდენტობის კანდიდატობა ოთხ ადამიანს, მათ შორის დავით მაღრაძესაც შესთავაზა

"4 არა" ივანიშვილს - ექსპრემიერმა პრეზიდენტობის კანდიდატობა ოთხ ადამიანს, მათ შორის დავით მაღრაძესაც შესთავაზაივანიშვილის მეორედ მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებზეც იყო. როგორც ექსპრემიერმა „ოცნების“ წევრებს განუცხადა მან პრეზიდენტობის კანდიდატობა ოთხ ადამიანს შესთავაზა, თუმცა მათგან უარი მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ 4 ადამიანს შორის იყო პოეტი დავით მაღრაძეც. კულუარულ ინფორმაციას, ოცნებაში გამართულ საუბრებზე კურიერი ავრცელებს.პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების აზრით, არაფორმალურმა მმართველობამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა არამხოლოდ ქვეყნას, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილსაც, რის გამოც, მას ყველაზე მეტად პოლიტიკური იმუნიტეტი სჭირდება, ამიტომ არ არის გამორიცხული რომ საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყოს.