ბექა ქურხული სოციალურ ქსელში წერს:
„ჩვენს მეზობელ და მართლა მოძმე ინგუშეთში, ფაქტობრივად, არაფორმალური გენოციდი მიმდინარეობს!
ამ პატარა რესპუბლიკიდან (ყველაზე პატარაა რუსეთის ფედერაციაში) მასიურად იწვევენ ახალგაზრდებს უკრაინის ომში! 2024 წლის მარტში, ახალგაზრდა წვევამდელების ჯგუფი, პროტესტის ნიშნად: “ჩვენთვის უკრაინელებს არაფერი დაუშავებიათ და მათ წინააღმდეგ არ ვიომებთო” და ახალ დედაქალაქ მაგასში, საცხოვრებელ კორპუსში გამოიკეტნენ და როგორც იციან ხოლმე, ბოლო კაცამდე შეაწყდნენ რუსების მოიერიშე სპეცრაზმს!
ეს ამბავი მერე კრემლმა ჩაფარცხა (უფალმა მიიღოს მათი შახადა) მაგრამ ამ ახალგაზრდა ბიჭების წინააღმდეგობა და სამარეები დარჩა!
საერთოდ კი, ინგუშეთიდან უკრაინის ომში უკვე 252 ადამიანი დაიღუპა და 467 დაიჭრა და დაინვალიდდა! უფლება დამცველები ფიქრობენ, რომ ეს ციფრები რეალობასთან შედარებით ძალიან მცირეა!
რუსები ამით რამდენიმე კურდღელს იჭერენ: აღვივებენ ერთა შორის შუღლს, როგორც სჩვევიათ, ასუსტებენ პოტენციურ მოწინააღმდეგეს მომავალში, ვაინახებს და მათ გენოფონდს!
ზუსტად ასევე იქცევიან დაღესტანში, ჩეჩნეთში, ოსეთში და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც!
ვინც რუსეთ-კავკასიის ომების ისტორია იცის, ისიც ეცოდინება, როგორ “ეხატებათ” რუსებს და კავკასიელებს ერთმანეთი გულზე, ასე, რომ ომში დახოცილ კავკასიელებზე რუსები რომ არ იგლოვებენ, ცხადია, თავისები არ ანაღვლებათ!
ასე, რომ ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ? ჯერ მთელ სამყაროს მოაძულონ ჩვენი თავი და მერე “დიადი რუსეთის” მორიგ სიგიჟეა შესწირონ ზვარაკად, სადღაც უკრაინაში, პოლონეთში, ტაჯიკეთში, ფინეთში თუ მონღოლეთში!
ეს რუსოფობიაზე მგლოვიარე ხელისუფლება, თავის შვილებს გადამალავს და გადამალავს, სწორედ იმ “საშინელ ევროპაში”.
აი, თქვენ კი, ცოტა მეტი რომ იფიქროთ, ისტორიასაც გადახედოთ და წინაც გაიხედოთ, თუნდაც თქვენივე შვილების მომავლისკენ, არ იქნებოდა, ქართველებო, ცუდი!”

