სალომე სიმონია სოციალურ ქსელში წერს:
„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის სქემაში ყოფილა ჩართული.
53 მილიონის წამლებზეა საუბარი.
ვინ იცის, რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა, რამდენი ოჯახი გაუბედურდა ამ სქემით, რაშიც მაღალჩინოსნები თავად იყვნენ ჩართულები.
ოცნების მილიონერი დეპუტატის ფარმაცევტული კომპანია თურმე ექიმებს, მათ მიერ ჩამოტანილი წამლების გამოწერაში ფულს უხდიდა.
ფარული კადრები აქვს გადაღებული “სტუდია მონიტორს”, სადაც ექიმები თავად ჰყვებიან ამის შესახებ.
არც ექიმები დასჯილან და მით უფრო, არც ანტონ ობოლაშვილი. პირიქით, მისი ქონება წლიდან წლამდე იზრდება და ქვეყნის მასშტაბით მილიონერთა ასეულში, 46-ე ადგილს იკავებს 245 მილიონიანი ქონებით.
ამ დროს, ოცნება რას კადრულობს?! მაინც და მაინც ის ექიმი ამოარჩიეს, რომელიც მთელს ახმეტას უყვარს, პატივს სცემს და ეიმედება.
ვიღაც ბოგანოს კამერა დაუმაგრეს, რომელიც ექიმთან შევიდა და სთხოვა: დედა ჩაწოლილია და მეორე კვირის წამლების რეცეპტი გამომიწერეო.
„ოცნების“ გამოქვეყნებულ კადრებშიც კი ჩანს, რომ ექიმი ფულს არ იღებს. უბრალოდ რეცეპტს უწერს ჩაწოლილი დედის შვილს და უშვებს.
ამ “კაცის” გასვლისთანავე, ოცნების ვითომ სამართალდამცავები ეგრევე შედიან ოთახში და ექიმს აკავებენ.
ვიდრე „ოცნება“ პასუხისმგებლიან, კარგ მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს დასდევს და ამწარებს, მანამდე, მათი ჩინოვნიკები თქვენი და თქვენი შვილების დაღუპვის ხარჯზე უფრო და უფრო მდიდრდებიან. მერე ამ ფულით საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებენ – იქ აცხოვრებენ, ასწავლიან და მკურნალობენ.
ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ღირსეულ ექიმს, მაია კოხტაშვილს“.

