დაპირისპირება “ოცნებაში” – მდინარაძე გუნდში არსებულ პრობლემებს ადასტურებს

 დაპირისპირება "ოცნებაში" - მდინარაძე გუნდში არსებულ პრობლემებს ადასტურებსფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე “ქართულ ოცნებაში” არსებულ პრობლემებს ადასტურებს.

“რომ ვთქვა, არ არსებობს პრობლემა უმრავლესობაში, არ ვიქნები მართალი და ადეკვატური, პრობლემა არსებობს, მაგრამ მისი მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც ეს გახმოვანდა”- განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, “რამდენიმე დეპუტატმა საკუთარ შეფასებებში მძიმე შეცდომა დაუშვა. რომ ვთქვა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს”.

“ვფიქრობ, რომ ეს საკითხები უმრავლესობის შიგნით უახლოეს მომავალში გაირკვევა. ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. თუკი უმცირესობის მიერ კვოტის ათვისებას ასეთი პროცესი უნდა მოჰყოლოდა, მაშინ წინა პარლამენტის დროსაც უნდა გვეფიქრა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების გარკვეულ თანამდებობებზე დანიშვნაზე. ეს, რა თქმა უნდა, არასერიოზულია”, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.