“ეს კობა ნარჩემაშვილს ჰკითხეთ” – რატომ აარჩიეს გიორგი სანაიას მკვლელად “გრიცკო”… ნუგზარ საჯაია თავს არ მოიკლავდა”

– თუკი გიორგი სანაიას მკვლელობა დაგეგმილი იყო, რატომ აარჩიეს მკვლელად „გრიცკო“ – ამ კითხვის პასუხად პოლიციის გენერალმა სოსო ალავიძემ განაცხადა:

– ეს კობა ნარჩემაშვილს ჰკითხეთ, მე არ მაქვს ინფორმაცია… კობა ნარჩემაშვილს რა ვერსიაც მიაწოდეს და მე ვფიქრობ, იხსნებოდა ამით საქმე, გაჰყვა ამ ვერსიას. პირველი მე შევედი ცხონებული გიორგის ოთახში… დამხვდა მიცვალებული, ოღონდ უხერხული არაფერი მინახავს… უხერხულობა ის იყო, რომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი…

მოკლეს თუ არა ნუგზარ საჯაია – ალავიძე ამბობს, რომ საჯაია თავს არ მოიკლავდა,

– მე მას ვიცნობდი პირადად… მაშინაც კობა ნარჩემაშვილი იყო უკვე… ჩემი ვარაუდით ის თავს არ მოიკლავდა… შეიძლება შემთხვევითობა იყო, შეიძლება განზრახვა, – განაცხადა სოსო ალავიძემ გადაცემაში ,,ინტერვიუ ვანიჩკასთან“.

ნიუპოსტი

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018