მსოფლიოს 10 ქალაქს შორის „რედისონის“ სასტუმროში დასვენება ყველაზე ძვირი თბილისშია

მსოფლიოს 10 ქალაქს შორის „რედისონის“ სასტუმროში დასვენება ყველაზე ძვირი თბილისშიამსოფლიოში უამრავი ბრენდირებული სასტუმრო არსებობს. ზოგიერთი მათგანი თითქმის ყველა ქვეყანაში არის წარმოდგენილი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ჯდება მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქალაქში ერთი ბრენდის ქვეშ მოქმედ სასტუმრო „რედისონში“ 2 ადამიანის დასვენება. ფასები მოცემულია Booking.com-ის მიხედვით 18 ივნისიდან 24 ივნისის პერიოდში. ფასში შესულია საუზმის ღირებულება.

თბილისი -5,638 ლარი
ბერლინი – 5, 350 ლარი
ლონდონი – 4,484 ლარი
ნიუ-იორკი – 4,291 ლარი
პრაღა – 4, 198 ლარი
პარიზი -4,074 ლარი
სიდნეი – 3,537 ლარი
სტამბოლი – 3,153 ლარი
ბუდაპეშტი – 2,392 ლარი
დელი – 1,512 ლარი