ქართველი ექიმების მიერ თითქმის წართმეული სიცოცხლე თურქმა ექიმებმა მაჩუქეს

ქართველი ექიმების მიერ თითქმის წართმეული სიცოცხლე თურქმა ექიმებმა მაჩუქეს,,არ არსებობს ცუდი და კარგი ერები. არიან ცუდი და კარგი ადამიანები. მე თურქმა ადამიანებმა მეორე სიცოცხლე მაჩუქეს, სრულიად უანგაროდ, ქართველი ღორი ექიმების მიერ თითქმის წართმეული სიცოცხლე.

ამბავი კი ასე იყო:

– ასე 8-9 წლის წინ საქართველოში, ტატიშვილში სანდრას პროგრამით უფასო გამოკვლევები რომ ტარდებოდა, მეც მივაკითხე. ამ დროს თურქეთში ვმუშაობდი, 100 წლის ბაბუს ვუვლიდი. დიაგნოზის პასუხი იქ მივიღე, კიბოს უსაშინლესი ტიპი, უსწრაფესი და მომაკვდინებელი.

ექიმის განმარტებით, ჩამოსვლას თუ მოვასწრებდი, სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, ამოეღოთ ორგანოები და დაეწყოთ ქიმიათერაპიის კურსი. ბაბუს რძლებმა კი წამიყვანეს თურქულ უძლიერეს კლინიკაში და ყველა გამოკვლევა ჩამიტარეს, რაც ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და მე ამას ჩემით ვერ შევძლებდი.

აღმოჩნდა რომ არათუ კიბო, რაიმე პაწაწინა გადაგვარებული უჯრედიც კი არ მქონდა ორგანიზმში, არადა ქართულ დიაგნოზში ეწერა ბრტყელი ეპითელიოციტების განუსაზღვრელი რაოდენობა, პლიუს სარკომა და ყველაფერი უბედურება.

ეს ოჯახი რომ არ გამომჩენოდა მფარველ ანგელოზად, მე ხომ დავუჯერებდი ჩვენს ღორებს და ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი რა თქმა უნდა, ჯანმრთელ ადამიანს რომ დაჩეხავ და ქიმიაზე დასვამ, იმას რაღა გადაარჩენს?

გასაპროტესტებელი ბევრია საქართველოში ჩემო ძალიან ჭკვიანო ქართველო ხალხო. ერთი და ორი ზანგზე გათხოვილი გოგო კი არ წყვეტავს საქართველოს გადაგვარების ბედს, ერი წყდება ყველა გზით, თუნდაც იმით რომ საქართველოში ონკოლოგია ბიზნესად აქვთ გადაქცეული და ხალხს ეს ჯალათები სასიკვდილოდ წირავენ, მათ შორის უამრავ ბავშვს და მერე ევროპის კლინიკებში მათზე უამრავი ზანგი ექიმი ზრუნავს და სიცოცხლეს ჩუქნის.

კიდევ გიმეორებთ, არ არსებობენ ცუდი და კარგი ერები!!!”- წერს ქართველი ემიგრანტი, კატო დავითაშვილი. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.