სექსუალური შევიწროების 30-ზე მეტი ბრალდება – კევინ სპეისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

სექსუალური შევიწროების 30-ზე მეტი ბრალდება - კევინ სპეისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოლოს ანჯელესის პროკურორებმა სექსუალური შევიწროების საქმეზე კევინ სპეისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კევინ სპეისის წინააღმდეგ პოლიციას აქვს 1992 წელს დასავლეთ ჰოლივუდში მომხდარი ფაქტის მტკიცებულება.

ოსკაროსან მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში 30-ზე მერი მამაკაცი ადანაშაულებს. კევინ სპეისის პრეს-მდივანი კომენტარს არ აკეთებს.

ლოს ანჯელესის საგამოძიებო დეპარტამენტის განცხადებით საქმეზე ძიება დეკემბრის დასაწყისში დაიწყო, მიმდინარე თვეში კი საქმე ლოს ანჯელესის საოლქო პროკურატურას წარედგინა.

სკანდალი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა მსახიობმა ენტონი რეპმა განაცხადა, რომ სპეისის მხრიდან მის მიმართ 30 წლის წინ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი, რეპი მაშინ არასრულწლოვანი იყო. ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნულზე განცხადება გააკეთა, რეპს მოუბოდიშა და მომხდარი „სავარუდოდ მთვრალი კაცის ქცევას“ დააბრალა, ასევე აღიარა, რომ გეია. რამდენიმე დღეში სპეისის წინააღმდეგ კიდევ ათეულობით იმავე შინაარსის ბრალდებამ გაიჟღერა.

სპეისთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა Netflix-მა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ House of Cards-ის მეექვსე სეზონში სპეისიმ მონაწილეობა აღარ მიეღო. მსახიობს ლექციების კურსი გაუუქმეს და CAA-დან გამოუშვეს.მჯერად, ცნობილი გახდა რომ, რეჟისორ რიდლის სკოტის ახალი ფილმიდან – „მთელი მსოფლიოს ფული“ (All the Money in the World), კევინ სპეისის მიერ შესრულებულ ყველა სცენა ამოჭრეს და ის ვეტერანი ოსკაროსანი მსახიობით, ქრისტოფერ პლამერით ხელახლა გადაიღეს.