ვინ გაასაჯაროვა კლუბ „გალერის“ დაცვის და მენეჯერის სატელეფონო საუბარი – შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვინ გაასაჯაროვა კლუბ „გალერის“ დაცვის და მენეჯერის სატელეფონო საუბარი - შსს-მ გამოძიება დაიწყო2018 წლის 23 მაისს, გამოძიების მონაცემის გახმაურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებების გასაჯაროება. კერძოდ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა კლუბი „გალერის“ დაცვის თანამშრომელსა და მენეჯერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე დართულ მტკიცებულებას.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ გამოძიების  მონაცემის გაუხმაურებლობაზე შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება.

ტარდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობის დასადგენად.

პრაიმ ტაიმი