ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინესTheGuardian-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

გამოცემა წერს, რომ იდეის ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ლუკ მესერია, რომელსაც 17 კონგრესმენი შეუერთდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ნობელის პრემიაზე ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების ნორმალიზებაში შეტანილი წვლილისთვის მშვიდობის დარგში არის წარდგენილი.

“ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე ობამას პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს არის მსოფლიოში ტრამპის ლიდერობის პირდაპირი შედეგი” – განაცხადა კონგრესმენმა ლუკ მესერმა.

დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე 2019 წელს იქნება წარდგენილი, რადგან მიმდინარე წელს განაცხადების შეტანის ვადა ამოწურულია.