ავარია იგოეთთან – სატვირთოები ერთმანეთს დაეჯახნენ

ავარია იგოეთთან - სატვირთოები ერთმანეთს დაეჯახნენთბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, იგოეთის მონაკვეთთან ავტოავარია მოხდა.
ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რომლებიც სპირტითა და ზეთით იყვნენ დატვირთული.

სატვირთო ავტომობილების შეჯახებამ აალება და ხანძარი გამოიწვია.

ადგილზე სამართალდამცველები და სახანძრო სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ავარიის გამო მაგიტრალზე, მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობს.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს.