გიორგი მარგველაშვილი: თუკი ფრთხილად არ ვიქნებით, ტრაგედიებს მივიღებთ კვლავ

გიორგი მარგველაშვილი: თუკი ფრთხილად არ ვიქნებით, ტრაგედიებს მივიღებთ კვლავსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისიძებაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვი – მომავალი ასწლეულის სტრატეგია”იმყოფებიან. მისი თქმით, სწორედ ეფექტური რეაგირება აგვაცილებს იმ ტრაგედიებს, რაც უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას თავს დაატყდა.

“ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინაზე და არ შემიძლია თავი ავარიდოთ იმის თქმას, თუ რაოდენ ვუჭერთ მხარს თქვენს ქვეყანას იმ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებთ თქვენი მკაცრი მეზობლის წინაშე. ეს არის უდიდესი მაგალითი პატრიორიზმის, გმირობის და რასაკვირველია, უკრაინამ უნდა განახორციელოს თავისი ღირებულებები. 2014 წლამდე უკრაინაში მოხდა ეს აგრესია, 2008-ში საქართველოს დაატყდა თავს იგივე და არ ვიყავით მაშინ კარგად ორგანიზებული, რომ ადეკვატური გავკვეთილები გვეჩვენებინა რუსებისათვის. საქართველოში გაცილებით უფრო ენერგიული ნაბიჯები რომ ყოფილიყო გადადგმული, შეიძლებოდა ამას უკრაინის ოკუპაცია აღარ მოჰყოლოდა. მაგრამ 2008 წლამდეც, 90-იანი წლების დასაწყისშივე იყო რეგულარული ჯარი საქართველოში. უდიდესი ისტორიული უსამართლობა მოხდა, როცა სოხუმს ბომბავდა რუსეთი. სამწუხაროდ, თუკი არ გვაქვს ეს ყველაფერი გაცნობიერებული და თუკი ფრთხილად არ ვიქნებით, ტრაგედიებს მივიღებთ კვლავ. რამდენი ასეული ადამიანი დაიღუპა უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში. მინდა, რომ სმენა გვქონდეს გამახვილებული და ევროპელი ქვეყნების ყურამდე მივაწვდინოთ ის, რომ გაცილებით მეტად ორგანიზებული რეაგირებაა საჭირო აგრესიული ქვეყნის ქმედებაზე, რაც თავიდან აგვაცილებს ეროვნულ ტრაგედიებს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს დაატყდა თავს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.