ლევან დადუნაშვილის დედა – ”მე რა ვერსიაც ვიცი, იქ მიფრთხილდეს ყველა!”

ლევან დადუნაშვილის დედა - ”მე რა ვერსიაც ვიცი, იქ მიფრთხილდეს ყველა!”ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ ერთი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის დედა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას, რომელმაც მკვლელობის იარაღად მაკრატლები დაასახელა, არ ეთანხმება.

ნათია საყვარელიძე ამბობს, რომ დასკვნის წარდგენა სამარცხვინო იყო.

– ნიკოლეიშვილის დასკვნა ეს იყო კრახი, ეს იყო ქართული სამედიცინო ექსპერტიზის სირცხვილი და მარტო იმის გამო არ ვამბობ მე, რაც შიგნით ეწერა. მის მიერ წარმოდგენა სასამართლოზე, ეს იყო მოსამართლის შეურაცხყოფა, რა დონეზეც მან ეს იქ წარმოადგინა. მე რა ვერსიაც ვიცი, იმ ვერსიას როგორც არ დაემთხვევა არც პროკურატურის და არც დაცვის მხარის ვერსია, აი, იქ მიფრთხილდეს ყველა, მე მაქვს ჩემი ვერსია და როგორც კი არ დაემთხვევა ან ერთი მხარის ან მეორე მხარის ვერსიას, იქ მიფრთხილდეს, ჩემს შვილს არ გაეკაროს არავინ, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

ნიუპოსტი