,,მაქვს გარკვეული ინფორმაცია“ – დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას კვლავ ითხოვს

,,მაქვს გარკვეული ინფორმაცია“ - დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას კვლავ ითხოვსდოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს, როგორც თადარიგის პოლკოვნიკი აცხადებს, მას აქვს გარკვეული ინფორმაცია მისი შვილის მკვლელობის საქმეზე, რომლის მიწოდებაც გახარიასთვის სურს.

გუგეშაშვილმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ ,,ნიუპოსტთან“განაცხადა, რომ გამოძიებამ სახლში მესამე პირის დნმ-ის კვალი აღმოაჩინა. დოდო გუგეშაშვილი ფიქრობს, რომ მკვლელობის საქმე გიორგი გახარიამ პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს.

ამჯერად თადარიგის პოლკოვნიკი ამბობს, რომ გაკრვეული სამუშაოები მის ადვოკატთან ერთად უკევ ჩაატარა, სიჭრდება კიდევ 10 დღე და მინისტრს დეტალურად წარუდგენენ მათ მიერ მოძებულ დეტალებს.

„გავრკვიეთ საგამოძიებო ორგანოსთან შეუთანხმებლად, გვაქვს ჩვენი ვარაუდები. 10 სამუშაო დღე გვჭირდება რაღაც გარემოებასთან დაკავშირებით მე და ჩემს ადვოკატს და ამის შემდეგ უკვე ბატონი გახარია შეგვძლია ჩავაყენოთ საქმის კურსში“ – აცხადებს გუგეშაშვილი.