თუ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, სირიას კვლავ დავბომბავთ – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

თუ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, სირიას კვლავ დავბომბავთ - საფრანგეთის თავდაცვის მინისტრისაფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ფლორენს პარლის განცხადებითღ, საფრანგეთის მიზანი არ არის სირიაში სიტუაციის ესკალაცია, თუმცა იგი კვლავ დაბომბავს სამხედრო ობიექტებს, თუ ბაშარ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.

„სირიის დაბომბვის მიზანი იყო, რომ ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი აღარ გამოიყენოს. თუ ასე მოხდება, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ დარტყმის განმეორების შესაძლებლობა“ – აღნიშნა ფლორენს პარლიმ.