ჩოხაში გამოწყობილმა საქართველოს ელჩმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთის სამეფოში, ილია გიორგაძემ ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ესპანეთის მონარქს შორის. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

ცერემონიალის ფარგლებში, სამეფო გვარდიის მუსიკალური ორკესტრის მიერ  შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018