51-ე სკოლაში ახალი ინციდენტი მოხდა – გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

51-ე სკოლაში ახალი ინციდენტი მოხდა - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო“მიმდინარე წლის 8 ივნისს, ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გურგულიას ქუჩა N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ამ ეტაპზე დაადგინა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ს. გ.-მ, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს ზ. ჯ.-ს სოციალური ქსელის “ფეისბუქის” საშუალებით უცენზურო სიტყვები მისწერა, რაც მათი კამათის მიზეზი გახდა.

აღნიშნული პირები სიტუაციის გარკვევის მიზნით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ. მოზარდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ინცინდენტში მონაწილე არასრულწლოვნები და მანდატურები. დღის განმავლობაში, ასევე, გამოიკითხებიან N 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და ინციდენტის შემსწრე არასრულწლოვნები”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.