თორნიკე აბულაძე – “41-ე დადგენილება ბინებს 100$-ით გააძვირებს”

“41-ე დადგენილება ბინებს 100$-ით გააძვირებს” – ამის შესახებ bm.ge-თან მენაშენეთა ასოციაციის წევრი და კომპანია “არსის” ხელმძღვანელი, თორნიკე აბულაძე აცხადებს.

საუბარიაშენობა-ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ დადგენილებაზე, რომელიც კომპანიებს  შენობების ახლებურად დაგეგმარებას, მშენებლობას და მოვლა-პატრონობას ავალდებულებს.

“უსაფრთხოების ნორმები, რომელიც გულსხმობს არა მუშების უსაფრთხოებას, არამედ გულისხმობს ხანძრის დროს როგორ უნდა მოხდეს ევაკუაცია უკვე აშენებულ სახლში, ეს ამოქმედდა 2017 წლის 1 იანვრიდან. ამან გამოიწვია ის, რომ შემოვიდა ახალი ნორმები, ეს საბოლოო ჯამში დაახლოებით წლის ბოლოსთვის მოგვცემს იმ შედეგეს, რომ 100$-ით გაძვირდება ბინები, თუმცა უფრო უსაფრთხო იქნება ნაგებობები, რაც კარგია.

ეს მოქმედებდა მხოლოდ იმ პროექტებზე, რომლებზეც განაცხადი დამტკიცებაზე შევიდა 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ. რაც შეეხება იმ პროექტებს, რაც მანამდე იყო დამტკიცებული, მათ ეს არ ეხებათ. თუ იყო დამტკიცებული გენერალური რეგულირების გეგმა, ამ შემთხვევაში შეეხო. ანუ არა დეტალურ პროექტს, არამედ გრგ-ს შეეხო” – განმარტავს თორნიკე აბულაძე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019