ამერიკული ოჯახის მკვლელობისთვის ხადას ხეობაში 19 წლის მწყემსი დააკავეს

ამერიკული ოჯახის მკვლელობისთვის ხადას ხეობაში 19 წლის მწყემსი დააკავესხადას ხეობაში ნაპოვნი ამერიკელი ტურისტები შესაძლოა მოკლულები იყვნენ – “კურიერის” ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა 19 წლის მწყემსი დააკავეს. თუმცა ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად არ ადასტურებს.

ჩვენი წყაროს ცნობით, მწყემსსა და ამერიკის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. რაც შეეხება 4 წლის ბავშვს, “კურიერის” ინფორმაციით, დაკავებულმა ახალგაზრდამ ის მკვლელობის შემდეგ ხადას ხეობაში დამარხა.

გამომძიებლებმა სავარაუდო ეჭვმიტანილს უკვე ჩაუტარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი.

ხადას ხეობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარალელურად, ხეობაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება. პროცესში ჩართულები არიან კრიმინალისტებიც.