უსეინ ბოლტი ავსტრიულ საფეხბურთო გუნდში ითამაშებს

უსეინ ბოლტი ავსტრიულ საფეხბურთო გუნდში ითამაშებსიამაიკელი ძალოსანი უსეინ ბოლტი ავსტრალიურ კლუბ „სენთრალ ქოსთ მარინერს“-ში ჩაირიცხა. გუნდი ავსტრალიის უმაღლეს დივიზიონში გამოდის. ინფორმაციას NBC Sport-ი ავრცელებს.

„კლუბსა და ბოლტს შორის პრინციპული შეთანხმება შედგა. მხოლოდ რამდენიმე დეტალიღა დარჩა. ეს ბიჭი ამბიციური ათლეტია. ჩვენს ლიგას გმირი სჭირდებოდა და ჩვენ მივიღეთ სუპერმენი“, – აცხადებს აგენტი ტონი რალისი.

ბოლტი რვაგზის ოლიმპიური და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონია. ის სირბილში პლანეტის მოქმედი რეკორდსმენია. მან 100 მეტრი 9,58 წამში, 200 მეტრი კი – 19,19 წამში გაირბინა.

30 წლის სპორტსმენმა კარიერა ლონდონში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გასული წლის აგვისტოში დაასრულა.

იმედინიუსი