გლდანში მოზარდებმა ბეკოს მაღაზია გაქურდეს – წაღებულია 30 მობილური

გლდანში მოზარდებმა ბეკოს მაღაზია გაქურდეს - წაღებულია 30 მობილურიგლდანში ბეკოს მაღაზია გაქურდეს. წაღებულია 30 მდე მობილური ტელეფონი. მათი ღირებულება რამდენიმე ათას ლარს აღწევს. სამართალდამცავებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს.სავარაუდოდ ქურდები არასრულწლოვნები იყვნენ. შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა. ბეკოს გლდანის ფილიალი ამ თვეში უკვე მეორედ გაქურდეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ნიუპოსტი