მინდია გოგოჭურის დედა – ”შვილის დაჭრის დეტალები არ ვიცი”

მინდია გოგოჭურის დედა - ”შვილის დაჭრის დეტალები არ ვიცი”მინდია გოგოჭურის დედის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება დაეჭრა მისი შვილი. როგორც მარინა გოგოჭურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის საავადმყოფოში მისვლას დღეს აპირებს.

“საავადმყოფოში არ ვყოფილვარ. ვიცი, რომ მდგომარეობა მძიმეა. დღეს ვგეგმავ მისვლას. დეტალები არ ვიცი. არც ის ვიცი, ვის სურდა ჩემი შვილის დაჭრა,” – აღნიშნა მინდია გოგოჭურის დედამ.

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ. სამართალდამცველები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში მივიდნენ.

რაც შეეხება გოგოჭურის დაჭრის დეტალებს, არსებული ინფორმაციით, მომხდარზე პრეზიდენტის სიძე არ საუბრობს, მათ შორის ინფორმაციას არ აწვდის არც სამართალდამცავ ორგანოებს.

მინდია გოგოჭურის დაჭრის შესახებ მეზობლები დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ. მეზობლების განმარტებით, მომხდარის თაობაზე მედიით გაიგეს. როგორც ისინი ყვებიან, წუხელ არც გასროლის და არც შელაპარაკების ხმა არ გაუგიათ.

ამჟამად სახლი, რომელშიც მინდია გოგოჭური ცხოვრობს, დაკეტილია.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის სიძეს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ინტერპრესნიუსი