“ქალს ფეხი მოუცურდაო, მწყემსი მიხმარებია და ქმარი აშარებულა” – რას ჰყვებიან ადგილობრივები ხადას ხეობაში მომხდარი სადისტური მკვლელობის შესახებ

"ქალს ფეხი მოუცურდაო, მწყემსი მიხმარებია და ქმარი აშარებულა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ხადას ხეობაში მომხდარი სადისტური მკვლელობის შესახებხადას ხეობაში მომხდარის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ხადას ხეობაში აცხადებენ, რომ მწყემსი, რომელიც საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეა, ადგილობრივი მცხოვრები არ არის.”ქალს ფეხი მოუცურდაო, მწყემსი მიხმარებია და ქმარი აშარებულა” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„ნიუპოსტისთვის“ ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულმა აღიარა, რომ მას სურდა ქალის გაუპატიურება, რის გამოც ლორა სმიტის მეუღლე მოკლა, ხოლო 4 წლის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ამ შემზარავ ფაქტს შეესწრო და ატირდა, მოკლა. მწყემსმა აღიარებით ჩვენებაში თქვა, რომ მოზარდის ცხედარი ზვიბში დამალა.

“ტიროდა, შემეცოდა და მოვკალი”- უთქვამს დაკავებულს პოლიციისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 წლის ბიჭის დაკავებას ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს.