ტაილანდელმა მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყეს. 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი უკვე ორი კვირაა დატბორილ მღვიმეშია ჩარჩენილი. სამაშველო შტაბის ინფრომაციით, გამოქვაბულში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გამოქვაბულში 13-კაციანი მყვინთავების ჯგუფი შევიდა, საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ მაშველები ბავშვების გამოყვანას დაიწყებენ. მათ გარეთ გამოყვანას თბილისის დროით საღამოს 18:00 საათისთვის ელოდებიან.
გამოქვაბულთან სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ოპერაციის დაწყვებამდე მაშველებმა გამოქვაბულის შესასვლელიდან ყველა ჟურნალისტი, ბავშვების მშობლები და ნათესავები გაიყვანეს.