დუისელი ოთარ ხანგოშვილი იპოვეს

დუისელი ოთარ ხანგოშვილი იპოვესდუისში მცხოვრები ოთარ ხანგოშვილი, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, ნაპოვნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ჯანმრთელადაა და რაიმე საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, ხანგოშვილი ამ დროისათვის ახმეტის პოლიციაში სამართალდამცავების კითხვებს პასუხობს.

ოჯახს ჯერ-ჯერობით მასთან კონტაქტი არ ჰქონია.

54 წლის მამაკაცი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

იგი ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით პანკისის ხეობაში თანასოფლელთან ერთად ჩეჩნეთიდან ბრუნდებოდა.

პირველი