კრიშტიანო რონალდო: ”მინდა ჩემი შვილი ფეხბურთელი გამოვიდეს”

კრიშტიანო რონალდო: ”მინდა ჩემი შვილი ფეხბურთელი გამოვიდეს”პორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ თავის შვილზე ისაუბრა და თქვა რომ დარწმუნებულია უმცროს რონალდოსაც ფეხბურთელობა მოუნდება. კრიშტიანოს თქმით ის თავის შვილს აუცილებლად დაეხმარება წარმატების მიღწევაში:
”მინდა რომ ჩემი შვილი ფეხბურთელი გახდეს და მე მას მაქსიმალურად შევუწყობ ხელს. ძალიან გამიხარდება, თუ ის ამ გზას აირჩევს და ფეხბურთი მისი ცხოვრების ნაწილი გახდება. მის ასაკში მე უკვე ძალიან მიყვარდა ფეხბურთი”–განაცხადა კრიშტიანო რონალდომ.