მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მესამედ დაიბარეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მესამედ დაიბარესპანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე მესამედ დაიბარეს. მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში დღეს ელოდებიან.

მაჩალიკაშვილი უწყებაში დაბარება ტერორიზმის მხარდაჭერის მუხლით მიმდინარე საქმის გამოძიების ფარგლებში ხდება, მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო უწყების გააქტიურებას მასზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს.

“ჩემი წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც სისულელე მათქმევინონ. იმიტომ რომ, არის ხოლმე, როცა დაკითხვაზე ვარ ერთ კითხვას მისვამენ 30-ჯერ. იმ მოდულში შესვლა ჩემთვის ნიშნავს მეხის დაცემას, იმიტომ რომ მე ვიცი იქ ვინ სხედან. იქ სხედან ჩემი შვილის მკვლელები”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

მაჩალიკაშვილის უფლებადამცველი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს. რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს არ აქვს გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია და მისი დაკითხვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

ნიუპოსტი