მოწერელია, კერესელიძე, რეხვიაშვილი, ხოჯევანიშვილი, ტაბატაძე, ამირხანაშვილი – ახალი გუბერნატორების სია ცნობილია

მოწერელია, კერესელიძე, რეხვიაშვილი, ხოჯევანიშვილი, ტაბატაძე, ამირხანაშვილი - ახალი გუბერნატორების სია ცნობილია„კურიერისთვის“ ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც ორშაბათს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე წარადგენს.

სამეგრელოს გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია ინიშნება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი კი შალვა კერესელიძე ხდება.

ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი ინიშნება, შიდა ქართლში – ალეკო ხოჯევანიშვილი, იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, სამცხე- ჯავახეთს კი ბესიკ ამირხანაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარების მართვა სოზარ სუბარს ჩააბარა.