“მე ყოველთვის ადამიანების თანასწორობის მომხრე ვიქნები, მინდორზეც და მინდვრის მიღმაც”- კაშია უეფას მადლობას უხდის

"მე ყოველთვის ადამიანების თანასწორობის მომხრე ვიქნები, მინდორზეც და მინდვრის მიღმაც"- კაშია უეფას მადლობას უხდისლგბტ თემის ურყევი მხარდაჭერისთვის თანასწორი თამაშის ჯილდოს მიღებას, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ეხმაურება. ქართველი ფეხბურთელი უეფას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ადამიანების თანასწორობის მომხრე იქნება როგორც მინდორზე ასევე მინდვრის მიღმაც:

„მე ყოველთვის ადამიანების თანასწორობის მომხრე ვიქნები , მინდორზეც და მინდვრის მიღმაც“- განაცხადა გურამ კაშიამ.

შეგახსენებთ, უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამ კაშიას 30 აგვისტოს, მონაკოში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა.