თინა ხიდაშელი – “მოვუსმინე და დავუჯერე ქალბატონ სალომეს, გადავახვიე და 2014-მდე მივედი, ხოდა ჰოი საოცრებავ…”

თინა ხიდაშელი - "მოვუსმინე და დავუჯერე ქალბატონ სალომეს, გადავახვიე და 2014-მდე მივედი, ხოდა ჰოი საოცრებავ..."თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ციტირებს.

“ხოდა მოვუსმინე და დავუჯერე ქალბატნონ სალომეს, გადავახვიე და 2014-მდე მივედი, ხოდა ჰოი საოცრებავ: ” რომელ ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება რომ ნახევარ მილიარდიანი სასახლე მიაგდოს და არ გამოიყენოს ? ეს რა არის რაღაც მდაბიო რევანშიზმის გამოვლინება? “რადგანც სააკაშვილის უაზროდ აშენებულია ამიტომ არ უნდა ვიხმაროთ”!…

საპრეზიდენტო სასახლის გაუქმება, გვინდა არ გვინდა, რაღაც ანტი სახელმწიფო ნიშანს ატარებს, ქვეყნის დაქვეითების სიმბოლოა …. ჩამქრალი და უხმარი სასახლე უარყოფითი ნიშანიცაა… ამიტომ არსებობს და გამოვიყენოთ” — სალომე ზურაბიშვილი”, – წერს თინა ხიდაშელი.