ქუთაისის ტორპედომ ალბანური კუკესის ბარიერი დაძლია და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა. ქუთაისელებს ჯგუფურ ეტაპს მხოლოდ ერთი ბარიერი აშორებს.
კუკესთან პირველი შეხვედრა ტორპედომ 5:2 მოიგო და განმეორებითი მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ტორპედოს მაინც გაუჭირდა და კინაღამ გამოეთიშა ასპარეზობას. კუკესმა 2:0 მოიგო და მათ მხოლოდ ერთი გოლი დააკლდათ შემდეგ ეტაპზე გასავლელად.
აღსანიშნავია როინ კვასკვაძის კარგი თამაში, რომელმაც ბოლო წუთებზე ტორპედო რამდენჯერმე გადაარჩინა აშკარა გოლს.
ტორპედოს შემდეგი მეტოქე ბულგარული ლუდოგორეცი იქნება.