ბათუმში მანქანა ტრაილერს დაეჯახა – დაიღუპა პატარა ბავშვი

ბათუმში მანქანა ტრაილერს დაეჯახა - დაიღუპა პატარა ბავშვი27 სექტემბერს, გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ დედა და სამი ბავშვი, ორი – ხუთი წლის და ერთი ოთხი წლის. ექიმებს ბავშვები მანქანიდან გადმოცვენილნი დახვდათ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარიის შედეგად დაშავებული სამი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის პრესსამსახურში უთხრეს.

„სამი ბავშვია, ბიჭები, ერთი ხუთი წლისაა, ორი – ოთხის, ტყუპები არიან. ერთი რეანიმაციაშია მოთავსებული, ორი კი – ქირურგიულ დეპარტამენტში. სამივეს აღენიშნება ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია,“ – გვითრეს პრესსამსახურში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გაუთვალისწინებელი ქმედებით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ბათუმელები