თბილისთან სახიფათო ექსპერიმენტები ტარდება

თბილისთან სახიფათო ექსპერიმენტები ტარდებაროგორც რუსული მედია იუწყება, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, ასე მოიხსენიებენ მას რუსეთში, ფლობს მტკიცებულებებს და შეუძლია დაამტკიცოს, რომ თბილისის ახლოს არსებული ლუგარის ლაბორატორიაში სახიფათო ექსპერიმენტები ტარდებოდა და ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობენ.

გიორგაძის განცხადებით, მას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, წყაროს ან წარმომავლობას ამ დოკუმენტების ის არ ასახელებს, რომელის მიხედვითაც მტკიცდება, რომ ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად ლუგარის ლაბორატორიაში ცდები ნამდვილად ტარდებოდა.

მან ასევე გაიხსენა ლაბორატორიის გახსნა, მაშინ 2011 წელს მას ესწრებოდა ამერიკის თავდაცვის მინისტრი. გიორგაძის თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი ან ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორია მუშაობს საქართველოში “მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შედეგების შემცირებასა და შესაბამისი მეთოდებისა და აღჭურვილობის განვითარებაზე”. მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურა – საფრთხეების შემცირების სააგენტო – არის აშშ-ს გარეთ მსგავსი სამედიცინო ცენტრების შექმნის დამკვეთი.

შემდეგ იგორ გიორგაძემ უკვე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზნით ამერიკის ოფიციალური სტრუქტურები ცდებს ცოცხალ ადამიანებზე აკეთებენ.

იგორ გიორგაძე მიმართავს ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რათა ჩატარდეს გამოძიება საქართველოში ამ ექსპერიმენტების კანონიერების დადგენის მიზნით. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ლუგარის ცენტრი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას და მისი ქართველი კოლეგის მიხეილ სააკაშვილის ნებართვით მოქმედებდა.

„დოკუმენტები ხელებს გწვავს. ის ამტკიცებს, რომ ლაბორატორიაში ექსპერიმენტები, შესაძლოა, ტარდებოდა საქართველოს მოსახლეობაზე. აი, ეს არის 30 გარდაცვლილი პირის სია, რომლებიც მკურნალობას С ჰეპატიტზე გადიოდა. 24 მათგანი ერთი და იმავე დღეს მოკვდა. „სიკვდილის მიზეზის“ გრაფაში წერია „უცნობია“. ამას არანაირი შემდგომი ძიება არ მოჰყოლია. პაციენტები დოკუმენტებში ნომრებით არიან შეყვანილნი.“ – აცხადებს გიორგაძე.

იგორ გიორგაძის განმარტებით, ის არ არის ბაქტერიოლოგიური იარაღის სპეციალისტი, ამდენად უჭირს დოკუმენტების ადეკვატურობაზე მსჯელობა, ამიტომაც, მისი საერთაშორისო დონეზე შესწავლის ინიციატივით გამოდის.

„მე სპეცსამსახურების თანამშრომელი ვარ და პროვოკაციის შესაძლებლობასაც ვუშვებ. ეს დოკუმენტები, შესაძლოა, შემოგდებულია სკანდალის ატეხვის მიზნით, თუმცა, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს დოკუმენტები ყალბი არ არის“ – აცხადებს ის.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის “ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ლაბორატორიაში უჩვეულო არაფერი ხდება, რაშიც ექსპერტებსაც შეუძლიათ დარწმუნდნენ.