მალხაზ მაჩალიკაშვილი – „კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე ამოვუწიე. კრუნჩხვები დაემართა, გაითიშა ადამიანი“

მალხაზ მაჩალიკაშვილი - „კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე ამოვუწიე. კრუნჩხვები დაემართა, გაითიშა ადამიანი“სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩაკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პროტესტს აგრძელებს. მეორე შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე კი შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, “ულტიმატუმის ვადის გასვლის მიუხედავად გეგმები არ შეცვლილა და მოთხოვნაც იგივე რჩება – გადადგეს ხელისუფლება”.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ზაზა სარალიძეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

„კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე ამოვუწიე. კრუნჩხვები დაემართა, გაითიშა ადამიანი,“ – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისივე თქმით, ის არ აპირებს დანებებას და ბრძოლა გაგრძელდება.

„მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას მაინც გავაგრძელებ. რაც შეეხება ულტიმატუმს, ის ძალაში რჩება, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.