სპეცოპერაცია სერგეენკოს უწყებაში – დაკავებულია სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე

სპეცოპერაცია სერგეენკოს უწყებაში - დაკავებულია სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძესპეცოპერაცია ჯანდაცვის სამინისტროში – “კურიერის” ინფორმაცით, სააფთიაქო ნარკომანიის ლობირების გამო სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს.

დაკავებულია სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე.

ინფორმირებული წყარო “კურიერს” უყვება რომ ჩხრეკის შედეგად უსაფრთხოების სამსახურმა ათობით კილოგრამი აკრძალული ფსიქოტროპული აბები ამოიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ხელბორკილები დღეს დილით საკუთარ კაბინეტებში დაადეს.

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გია თვალავაძე 2012 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს.