10 ინფორმაცია, რაც მწვანე ბარათის შევსებამდე უნდა იცოდეთ

10 ინფორმაცია, რაც მწვანე ბარათის შევსებამდე უნდა იცოდეთამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე „მწვანე ბარათის“ შევსების მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს განცხადებაში 10 საყურადღებო ინფორმაციაა ჩამოთვლილი.
„1. რეგისტრაცია იწყება 3 ოქტომბერს 20:00 საათზე;
2. რეგისტრაცია მთავრდება 6 ნოემბერს, 21:00 საათზე;
3. რეგისტრაცია უფასოა;
4. უნდა დარეგისტრირდეთ მხოლოდ ამ გვერდზე: www.dvlottery.state.gov;
5. ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს, ვინაიდან დიდია თაღლითობის რისკი;
6. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ;
7. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2019 წლის 7 მაისიდან გვერდზე: www.dvlottery.state.gov;
8. თუ სხვა ნებისმიერი გზით მიიღებთ მოგების შესახებ შეტყობინებას, ეს იქნება თაღლითობა და არ ენდოთ;
9. თქვენი მოგების შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რაიმე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა ავიამგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა;
10. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ოფიციალურ წარმომადგენლობას. აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოს US Embassy Tbilisi, Georgia”, – წერია საელჩოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც აშშ-ის „მწვანე ბარათის“ მიღების წესი რთულდება.

mediamall.ge