14 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ახალ წელს აღნიშნავს

14 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ახალ წელს აღნიშნავსმართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. საეკლესიო ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: „სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული”. 312 წლის 14 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება მიაყენა მაქსენციუსს, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.