ახმეტელის მეტროში ბავშვს ესკალატორში ხელი მოჰყვა

ახმეტელის მეტროში ბავშვს ესკალატორში ხელი მოჰყვაახმეტელის მეტროსადგურში ბავშვს ესკალატორში ხელი მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, ასევე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ბავშვს ხელი ესკალატორის სახელურში მოჰყვა და სერიოზული დაზიანება არ აქვს.

მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ახმეტელის მეტროსადგურში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან.