დანი ალვეში: ”რონალდოს წასვლა რეალზე არ იმოქმედებს”

დანი ალვეში: ”რონალდოს წასვლა რეალზე არ იმოქმედებს”პსჟ-ს მცველმა დანი ალვეშმა კრიშტიანო რონალდუს იუვენტუსში ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა რომ ეს ტრანსფერი რეალს არ დაასუსტებს და ამ გუნდში ბევრი სხვა ძლიერი ფეხბურთელია, რომლებიც რონალდოს წასვლის შემდეგ კიდევ უფრო შეთამაშდებიან ერთმანეთთან:

”არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რეალი რონალდოზე დამოკიდებული იყო, ხოლო ახლა კი სხვაგვარად იქნება და რეალი მეტად გუნდური გახდება. რა თქმა უნდა რონალდო დიდი დანაკლისია, მაგრამ მის გარეშეც რეალის დამარცხება ძალიან რთული იქნება”–განაცხადა დანი ალვეშმა.