თბილისში ლგბტ აქტივისტები ცემეს და მოკვლით დაემუქრნენ

თბილისში ლგბტ აქტივისტები ცემეს და მოკვლით დაემუქრნენ“თანასწორობის მოძრაობა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი ოფისის მიმდებარედ 28 სექტემბერს, 23:00 საათზე ლგბტ აქტივისტებს, რომლებიც ოფისის დატოვებას აპირებდნენ, თავს დაესხნენ, ცემეს და მოკვლით დაემუქრნენ.

“თანასწორობის მოძრაობის” ცნობით, დაზარალებულია 3 აქტივისტი. თავდასხმის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომელიც ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. ინციდენტის შესახებ მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.