რუსეთში, კურილის კუნძულ პარამუშირზე მაგნიტუდით 6.4 მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 14:10 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დასახლებული პუნქტებიდან 269 კილომეტრში იყო.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამცხადებულა.